Jump to content
Sign in to follow this  
GDar

C4-სთვის გავრცელებული საკითხები

რეკომენდებული შეტყობინებები

C4 ის ქრონიკის ხასიათიდან გამომგდინარე, მინდა ჩამოვთვალო ყველაზე გავრცელებული საკითხები, რაც დგება ხოლმე PvP სერვერზე.

 

პირველი და ყველაზე ცხელი, ესაა მშვილდოსნის კრიტიკულები. ლაპარაკია endgame სიტუაციაზე, როცა რასაც მოისურვებ, ნებისმიერი რაიმე ხელმისაწვდომია: იქნება ეს ბაფი, აწეულ დროიანი Dance/Song/სერვიტორის ბაფი, სეტები, ეპიკები (Baium, Queen Ant) თუ სხვა, ასეთ გარემოებაში ადვილად გროვდება ფიზიკური კრიტიკულის გამაძლიერებელი ეფექტები და მშვილდით სასტიკად დიდ კრიტიკულ დარტყმის საშუალებას იძლევა. ლაპარაკია 3000-8000 დიაპაზონზე ერთ დარტყმაში. ჰეალერები და მაგები ხშირად კვდებიან 1-2 კრიტიკულითაც. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ მსგავსი პირობების C4 სერვერები გატენილია ხოლმე მშვილდოსნებით (ზოგჯერ Interlude-ებიც, მაგრამ იქ ამის ცოტა სხვა მექანიზმია), ხოლო ის მაგები კი, რომლებიც იდეაში მთავარ ნუკერებად არიან წარმოდგენილნი (Sorcerer, Spellsinger, Spellhowler) მშვილდოსნის წინააღმდეგ უვარგისი ხდებიან. სერვერზე კი ვარგისად მხოლოდ ნეკროებიღა რჩებიან. ამას ემატება ისიც, რომ, რადგან მაგიკოსისთვის არ არსებობს წესიერი S-Grade სეტი (ანუ რომელიც Casting Speed-ს იძლევა) ბევრი იძულებულია იაროს A-Grade სეტით.

სერვერზე რომ მხოლოდ მშვილდოსნის და ნეკროები არ დარბოდნენ, ამის გამოსწორების გზების მოსაძებნად შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე იდეა:

  • კატის/ცხენის ბაფები გახდეს 2 წუთიანი
  • დონატით შესაძლებელი იყოს ფარის დაპლიუსებაც. ეს გაპარულ ხარვეზს უფრო გავს, სავარაუდოდ იდეაშიც ასე იყო ჩაფიქრებული, არა?.
  • თუ მოთამაშეს უკეთია ორივე ბეჭედი: Ant Queen-იც და Baium-იც, მაშინ კრიტიკულის გაზრდაზე მოქმედებდეს მხოლოდ ერთი.
  • P.Def- ის მოსამატებლად Gm Shop ში გაიყიდოს Shirt/ტატუ (ასევე დონატით მისი დაპლიუსებაც შეიძლებოდეს). ლაპარაკია ცარიელი ადგილის შესავსებად, სუფთად P.Def ის თემაში და არა რაღაც გიჟური სტატების მოსამატებლად.
  • ან რაიმე სხვა ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ისრის კრიტიკულის ძალას არ აძლევს აბსურდულ სიდიდეებამდე გაზრდის საშუალებას.

 

 

მეორე, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ესაა ატრიბუტის სისტემის არარსებობა. რა თქმა უნდა, ატრიბუტის სისტემის დამატების მოთხოვნას აქ სისულელე იქნება, მაგრამ თემა უფრო სხვაა. იდეაში,  C4-ზე განა არ არის ატრიბუტების სისტემა, არამედ C4 ზე არის ანტი-ატრიბუტების სისტემა. მოდით შევხედოთ ასეთი კუთხით: ქრონიკებზე სადაც ეს სისტემა არსებობს, ყოველი ელემენტისთვის (Dark, Divine, Fire, Water, Earth, Wind) განიხილება შეტევის ატრიბუტის ძალა და დაცვის ატრიბუტის ძალა. ყოველი დარტყმისას კი, თუ შემტევის შეტევის ატრიბუტი უფრო მეტია, ვიდრე სამიზნის დაცვის ატრიბუტი, მაშინ მათი სხვაობის მიხედვით იანგარიშება თუ რამდენით უნდა გაიზარდოს დარტყმის ძალა საბაზისო მნიშვნელობასთან შედარებით. ხოლო იმ შემთხვავში თუ დაცვის ატრიბუტი უფრო მეტია, დარტყმის ძალა არ იზრდება და რჩება ზუსტად ისეთი როგორიც არის ატრიბუტის გარეშე, ანუ საბაზისო მნიშვნელობად.

ელემენტის მფლობელი კლასების (მაგალითად Sorcerer-Fire, Spellsinger-Water, ...) მთელი მუღამიც იმაშია, რომ ისინი უნდა "ფლობდნენ" თავიანთ ელემენტს და მათი გამოყენებით აძლიერებდნენ თვიანთ დარტყმებს. სინამდვილეში კი C4-ის endgame-ზე ატრიბუტით დატვირთული დარტყმა ზარალი უფროა, ვიდრე სხვა უატრიბუტო დარტყმა და ელემენტის არანაირ ფლობასთან არ აქვს საქმე. რადგან აქ ყოველი ელემენტის ჭრილში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მასზე წინააღმდეგობის მახასიათებელი ე.წ. Resist და არა შეტევის სიძლიერის მახასიათებელი. შესაბამისად დარტყმის ატრიბუტი უატრიბუტო დარტყმასთან შედარებით მომგებიანი რომ იყოს, ამისთვის სამიზნის Resist უნდა იქნას შემცირებული საშუალებებით (Surrender, Vortex, ...) რომლებიც რამდენიმე წამიანი დებაფს წარმოადგენენ და არც მათი გატარებაა გარანტირებული. მეორე მხარეს კი ამ წინააღმდეგობის (Resist) გამაძლიერებელი საშუალებებია ბაფები და Dance/Song, რომლებიც პასიურად მოქმედებს მოთამაშეზე და სასტიკად ამცირებს ატრიბუტიანი დარტყმების სიძლიერეს (მაგრამ ვერაფერს უშვრება უატრიბუტო დარტყმებს: steal essence, aura flare, aura symphony, elemental symphony...). ელემენტის მფლობელი მაგის წინააღმდეგ მოწყობილი PvP ს მოგება ძალიან ადვილია, თუ მისი ელემენტის დამცავ 1 ბაფს და 1 Dance/Song-ს დაიდებთ, მათი დარტყმა 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ შემცირდება. ერთადერთი, რომელ ელემენტზე დაცვაც არ არსებობს, ესაა Divine/Holy.

ამ პრობლემის შესამსუბუქებლად მხოლოდ ერთ არაგიჟურ იდეას ვხდედავ, რომ Resist-ის Dance/Song ები დაუბრუნდეს თავის 2 წუთიან ხანგრძლივობას. ასევე მახსოვს პრედატორზე (Hellbound) ის პერიოდი, სანამ ატრიბუტიკის სისტემა ჩაირთვებოდა, მაშინ Resist ბაფები საერთოდ არ მუშაობდა.

 

 

Mana Potion-ებით "უსასრულო MP-ს" მიცემა იწვევს დისბალანსს PvP ში და ციხესიმაგრეებზე. ხშირად PvP სერვერებზე, სადაც მიცემულია Mana Potion-ები, მისი შევსების პროცესი რაღაცნაირად კონტროლდება. თუნდაც გამოყენებებს შორის ინტერვალის შეზღუდვით, რადგან მოთამაშეებისთვი ამგვარად ფაქტიურად უსასრულო მანის მიცემით შეიძლება დაირღვეს ბალანსი. შემცირდება ელდერების საჭიროება, მკვეთრად გაიზრდება ბიშოპის ეფექტურობა (იმედია ის Resist ებიც ადევს ჩვენ რომ ვიცით 🙂 ) ასევე ძალიან გაძლიერდება ორკი დომინატორი (ისე მიკვირს აქამდე რომ ვერავინ ვნახე ვინც აიღო ეს კლასი).

 

 

არ შეიძლება არ ვახსენო Endgame-ზე მაგიური კრიტიკულები. C4-ზე მაგიური კრიტიკულების ამბავი არც ისე დალაგებულია. თითოეული ბაფი მაგიურ კრიტიკულს უბრალოდ კი არ ზრდის, არამედ ზოგი აორმაგებს და ზოგიც საერთოდ აოთხმაგებს. ამას თუ დაემატა ვალაკასი (რომელიც კიდევ ერთხელ აორმაგებს), ყოველი მეორე დარტყმა იქნება კრიტიკული. შეიძლება ისე დრამატულად არ ჟღერდეს, სანამ არ წარმოიდგენთ endgame ნეკროს, რომელსაც ცხენის ბაფი ადევს, ვორტექსს და ვამპირიკებს სპამავს და ამ კრიტიკულებით თავის HP-ს ივსებს.

 

 

 

და ბოლოს, ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ძალიან აქტუალური პრობლემა. სკილების მიყოლებისას სოსკების წაღება აგვიანებს (ალბათ ლაგის ბრალია?) რის გამოც მეორე სკილი იქასთება ნელა (უსოსკოს სისწრაფით). ზოგისთვის შეიძლება ეს შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ რეალურად სხვაობა დიდია. ანუ სოსკა მიაქვს სკილის დაქასთვის დაწმების მერე და დარტყმის ძალის გაზრდას კი მაინც ახერხებს, მაგრამ სკილის ქასთვა რადგან სოსკის გარეშეა დაწყებული, ბოლომდე ასე ნელა გრძელდება.

Share this post


Link to post
Share on other sites

გავეცანით თქვენს ნაწერს!

მართალი გითხრათ ცოტა გაგვიკვირდა ამდენი რომ დაგიწერიათ და სრულად განიხილეთ ჩვენი სერვერი.

არსებობს თემები რომელბზეც შეგვიზლია ვიკამათოთ. ასევე არის საკითხები რომლებიც C4 სერვერისთვის შეუსაბამოა (მაგ. აუგმენტაცია)

რაც შეეხება გამოსასწორებელ პრობლემებს მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და მალე შემოგთავაზებთ.

Share this post


Link to post
Share on other sites

ასევე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მოკლედ შეჯამებული იდეა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, სადაც იგულისხმება ისრის მაღალი კრიტიული დარტყმები, მაგიკოსის კრიტიკული, 4 წამში დასრულებული PvP, ელემენტების რესისტ ბაფები, MP Potion და სხვა:

  • კატის და ცხენის ბაფები დაუბრუნდეს 2 წუთიან ხანგრძლივობას (Blesssing/Gift of Queen/Seraphim)
  • თუ მოთამაშეს უკეთია AQ და Baium, კრიტიკული დარტყმის გაძლიერებაზე მოქმედებდეს მხოლოდ Baium-ის ეფექტი.
  • რეიდ-ბოს ეკიპირება არ იყოს დონატით დაპლიუსებადი (მგონი ახლაც ასეა, მარა მაინც ეწეროს).
  • Attribute Resist ბაფები დაუბრუნდნენ თავიანთ საწყის ხანგრძლივობებს:
    • 2წთ Dance of Aqua Guard,
    • 2წთ Dance of Earth Guard,
    • 2წთ Song of Flame Guard,
    • 2წთ Song of Storm Guard,
    • 2წთ Song of Invocation,
    • 20წთ Elemental Protection,
    • 20წთ Divine Protection
  • Dance of Siren - დაბრუნდეს 2 წუთიან ხანგრძლივობაზე.
  • Mana Potion მოქმედება შეიცვალოს - ერთი გამოყენებით ავსებდეს მანას მთლიანად და გადატენვა ქონდეს რამდენიმე წუთი (5-10 ვთქვათ), ასევე არ შეიძლებოდეს გამოყენება Combat-ის რეჟიმში, Combat ზონებში (Siege), Flag-ზე და PK-ზე.
  • GM Shop -ში ჩაიდოს შემდეგი ნივთები:
    • Quick Healing Potions - PvP ს ხანგრძლივობის გასაზრდელად (იყოს ძვირი)
    • CP და Greater CP Potions (იმავე საჭიროებიდან გამომდინარე)
    • Giant Codex-ები (ეს აუცილებელია, რადგან სკილები ყოველთვის იყოს 78 Level ის შესაბამისი)
    • შესაბამისი ნივთემი, რომლებიც შეავსებენ მოსასხამის/ტატუს ადგილებს და მისცემენ P.Def-ს

 

თუ რაიმე საკამათოა, ნებისმიერი მათგანისთვის შემიძლია მოვიყვანო ახსნა და არგუმენტირება.

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია 90% მაგრამ გასარკვევი მოთამაშეებს რა უნდათ. მე სამწუხაროდ ვაკეთებ ისე რაც მოთამაშეებს უნდათ.

ამის გამო პირდაპირ ვერ შევცვლი რადგან შესაძლოა ცუდი გამოხმაურება მოყვეს. ჯობია გამოკითხვა ჩატარდეს და ამის შემდეგ გავაკეთოთ. 

 

რაღაც მომენტებში თანახმა ვარ. 

Share this post


Link to post
Share on other sites

ამას წინად ვიდეოდან ვნახე სიტუაცია და მართლაც ნელნელა ყველა მშვილდოსანზე გადადის, უკვე რომ მომრავლდა ბაიუმები. და მართლებიც არიან, ვის არ ენდომება რომ სერვერზე ყველაზე დიდი dmg ები ურტყას სერვერზე ყველაზე ადვილად სათამაშო პროფესიით, რომელსაც მხოლოდ ერთი ღილაკი ჭირდება. მაგიტომაც ჩვენი კლანი აზრს ვეღარ ვხედავთ თამაშის და აღარ შემოვსულვართ რამდენიმე კვირაა.

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Sign in to follow this  

×
×
  • Create New...