Jump to content

GameMaster

Administrators
  • Content Count

    8
  • Joined

  • Last visited

Community Reputation

0 Neutral

About GameMaster

  • Birthday 09/06/1984

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

  1. ჯერ აქედან დავიწყოთ რომ დონატის გარეშე სერვერი ვერ იმუშავებს. შენ ეტყობა არ იცი რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რამხელა ენერგია ჭირდება ამ ყველაფერს. და რათქმაუნდა დონატორი მოთამაშე იმიტომ ხდება რომ ვიღაცაზე ძლიერი იყოს და არ შეუძლია თვითონ "იჩალიჩოს" ნითები ან უბრალოდ საკმარისი დრო არააქ. რაც შეეხება გეოდატას. ოფიციალურიდან გადმოიტანე რას ქვია? სერვერი ნაყიდია 2009 წელს რის შემდეგაც აფდეითი არ გამოსულა და საერთოთ C4 სერვერს აღარც აკეთებენ. ფიზიკურად ვერ გაასწორებ ამ გეოდატას. უამრავი ვარიანტი ვცადე, დაჟე ინტერლუდეს სერვერი ვიყიდე, მაგისი გადავაწერე და მაინც დარჩა პრობლემა. ახლა კი გთხოვ რომ ნუ წერ ისეთ რამეს რაზეც არ გაქ ინფორმაცია ან არ იცი როგორ კეთდება. ნუ შეგყავს სხვები შეცდომაში. ასევე დიდი თხოვნა მექნება ნუ გაქვთ იმის განცდა რომ დონატორები თამაშს აფუჭებენ. დონატორები გაძლევენ იმის შანსს რომ სერვერზე დიდი ხანი ითამაშო. არ იქნება დონატორი არ იქნება სერვერი. P.S ამ თემაზე მეტს აღარ ვაპირებ საუბარს
  2. გავეცანი პოსტს რათქმაუნდა. როგორ წარმოგიდგენია რო ვოლკერიან სერვერზე ადენაზე იცვლებოდეს ნივთი და ამ ნივთიდან ენჩანტს ყიდულობდე. მაგალითად შემიძლია სერვერზე გავუშვა 30 ბოტი რომლებიც დღეში დაახლოებით მინიმუმ 100 მილიარდს მოაგროვებენ და რა გამოვა რომ მთელი სერვერი +10 ებით უნდა ირბინოს? ასევე რაც შეეხება ენჩანტის შანს. შეგახსენებთ რომ ჩვენი სერვერი ეგრედწოდებული "java" სერვერი არაა რის გამოც არ იცვლება ენჩანტის რეიტი. ოფიციალურიდან გადმოტანილი ენჩანტის ფორმულა შემდეგში მგომარეობს. სერვერი რაღაც ლოგიკით იღღებს ითემების რაოდენობას მაგალითად "არკანა აკუმენით" რომლის ID ია 6608. თუ ეს ითემი ყველაზე მეტია სერვერზე (რაც განაპირობებს რომ სერვერის ბოტების 80% -ს არკანა უჭირავს) სერვერი ავტომატურად აძნელებს მისი ენჩანტის შანს. ამის გამო შედარებით მარტივად ენჩანტდება მაგალითა "დრაგონიკ ბოვ". ასევე უფრო მარტივად დაედება ენჩანტი ნებისმიერ ხმალს და დუალებს. არის რაღაცეები რისი შეცვლაც შემიძლია და არის რაღაცეები რასაც ვერ შეცვლი. დღევანდელი რეალობა ესეთია.
  3. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია 90% მაგრამ გასარკვევი მოთამაშეებს რა უნდათ. მე სამწუხაროდ ვაკეთებ ისე რაც მოთამაშეებს უნდათ. ამის გამო პირდაპირ ვერ შევცვლი რადგან შესაძლოა ცუდი გამოხმაურება მოყვეს. ჯობია გამოკითხვა ჩატარდეს და ამის შემდეგ გავაკეთოთ. რაღაც მომენტებში თანახმა ვარ.
  4. 1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება სერვერზე მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წესების არ ცოდნა არ ანთავისუფლებს დამრღვევს პასუხისმგებლობისგან. რეგისტრაციისას თანხმობის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით სერვერის წესებს ყველა მოთამაშემ დამოუკიდებლად უნდა ადევნოს თვალი წესებში ცვლილებებს. სერვერის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მოცემულ სერვერზე თამაშის დროს დაზარალების შემთხვევაში. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ თამაშის დროებით ან მუდმივი შეუძლებლობის შემთხვევაში. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს სერვერზე დაშვება კონკრეტულ პირს (მომხმარებელს) თამაშის შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში. დმინისტრაცია არ არის ვალდებული დააბრუნოს მოთამაშეთა მიერ თამაშში ნებისმიერი შესაძლო მიზეზით (არა ადმინისტრაციული) დაკარგული: ნივთები და პერსონაჟთა პარამეტრები. სერვერის მუშაობაში შექმნილი ხარვეზების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია უმოკლეს დროში გაასწოროს აღნიშნული ხარვეზები. მოთამაშეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ადმინისტრაციის მოთხოვნები მოცემული შეთანხმების ფარგლებში. პასუხისმგებლობა ეკისრება "ექაუნთი"-ს მფლობელს მიუხედავათ იმისა თუ ვინ მოქმედებდა მოცემული "ექაუნთი"-თ. ყველა მოთამაშე ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს 3.1 პუნქტით აკრძალული პროგრამული უზრუნველყოფის არ არსებობა კომპიუტერზე რომლიდანაც ხდება სათამაშო სერვერზე შესვლა. მოთამაშის მიმართ ამ შეთანხმების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში (სხვა მოთამაშის ან G.Mის მიერ) მომხმარებელს აქ უფლება ადმინისტრაციას ელექრონული ფოსტით მიაწოდოს საჩივარი დამადასტურებელ ფაქტებით (სკრინშოთი). აღრიცხვის ჩანაწერები და მთელი მისი შემადგენლობა წარმოადგენს ადმინისტრაციის საკუთრებას. 2. სერვერის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა იკრძალება სერვერის ადმინისტრაციისთვის მიმართვა გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. ნებისმიერი სახის მიმართვა სერვერის ადმინისტრაციასთან უნდა მოიცავდეს მოთამაშის მხოლოდ კონკრეტული პრობლემის მიზეზს ან საკითხს, რომელიც ეხება სერვერის მუშაობას. (სერვერის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ უპასუხოს შეტყობინებას) სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სერვერის ადმინისტრაციის მიმართ უპატივისცემლო დამოკიდებულება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება მუქარა, თხოვნები და ა.შ. სერვერის ადმინისტრაციის მიმართ, როგორც ფორუმზე, ასევე თამაშში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ებზე თავდასხმა, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ის საქმიანობაში ჩარევა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-თან კამათი. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება Party, Friend, Clan, Ally ან Trade ბრძანების მიცემა GM-სთვის, მისი წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სერვერის ადმინისტრაციის მოტყუება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-თან ნალაპარაკების პუბლიკაცია წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ის შეწუხება ერთიდაიგივე შეტყობინებით სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ს მიერ მიღებული სასჯელის განხილვა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით GM-ებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სათამაშო პროცესში, თამაშის წესების დარღვევის, დაგეგმილი ევენთების ან მიმდინარე სამუშაოების გარდა. უშუალოდ თქვენთან GM-ს გამოჩენისას უნდა შეაჩეროთ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას, მოთამაშეს გააჩნია უფლება შეიტანოს განაცხადი ადმინისტრაციის მიერ მოცემულ ელ-ფოსტაზე (სკრინშოტების ან ვიდეო როლიკების დართვით) იკრძალება ჭორების გავრცელება სერვერის და ადმინისტრაციის შესახებ. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 3. პროგრამების გამოყენება, სათამაშო პროცესი. იკრძალება პროგრამების გამოყენება, რომლებიც ახდენენ მოთამაშის თამაშში ყოფნის ემულირებას და რომლებიც ხელს უშლიან სერვერის ნორმალურ ფუნქციონირებას. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება უსანქციო შეღწევა უცხო პიროვნების ექაუნთზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება მუქარა მოთამაშის მიმართ, თუ მუქარა არ ითვლება Ruleplay-ის ნაწილად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება თამაშსა და ფორუმზე პოლიტიკური ხასიათის მატარებელი განცხადებების საერთო ჩათში განთავსება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ყიდვა-გაყიდვა რეალურ ფულზე ან მის მაგვარზე «ელექტრონული გადახდის საშუალებები» (WebMoney, Yandex და ა.შ.): ნებისმიერი სათამაშო ატრიბუტის (ადენა, იარაღი, აბჯარი, რესურსი და ა.შ.) და ექაუნთის. ასევე იკრძალება ამ სახის თემების განხილვა თამაშსა და ფორუმზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სათამაშო ნივთების გაცვლა სხვა სერვერთან. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სხვა ონლაინ-თამაშების რეკლამირება თამაშში და ფორუმზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სექსუალური მომსახურების ან ეროტიული (პორნოგრაფიული) თვისებების მქონე პროდუქტის აშკარა ან ფარული რეკლამირება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება რასიზმის და ნაციონალიზმის გამოვლინება ნებისმიერი სახით. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება კლანთაშორის ომის აღმნიშვნელი ემბლემის გამოყენება, კლანის ან ალიანსის ემბლემად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ისეთი სიტუაციების შექმნა, რომლის გამოც მოთამაშეები ვერ შეძლებენ NPC-ის მონიშვნას /Target [name]-ის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ისეთი სიტუაციების შექმნა, რომლის გამოც მოთამაშეები ვერ შეძლებენ თაღებში, ვიწრო გასასვლელებში და ა.შ. გასვლას. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 4. სერვერის შეცდომების (ბაგების) გამოყენება იკრძალება სერვერის შეცდომების (ბაგების) გამოყენება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება მობების ხოცვა იმ შემთხვევაში როდესაც მობი ვერ ურტყავს მოთამაშეს სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით თამაშში შეცდომის (ბაგის) პოვნის შემთხვევაში მიმართეთ ადმინისტრაციას პირადი კაბინეტის მეშვეობით. დახმარება შეცდომის აგმოჩენაში არ დარჩება გაუთვალისწინებელი. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 5. საუბრები, პერსონაჟის სახელები იკრძალება ფლუდი საერთო ჩათში. ფრაზები ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის შესახებ უნდა დაიწეროს “ Trade”-ში ან “Hero” ჩათში, ფრაზები უნდა დაიწეროს მინიმუმ 60 წამის ინტერვალით. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება სხვა მოთამაშეების მიმართ ჩათსა და ფორუმში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება პერსონაჟების სახელებში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით აკრძალულია კლანის სახელებში, კლანის აბრევიატურებში სხვა მოთამაშის, კლანის, ალიანსის შეურაწმყოფელი ფრაზების და უცენზურო ლექსიკის გამოყენება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით პერსონაჟის შექმნისას აკრძალულია სახელის დარქმევა რომელიც შეიცავს სიტყვებს: GM, Administrator, Admin. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით აკრძალულია აგრესიული მათხოვრობა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით აკძალულია თავის გასაღება ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან ადმინისტრაციის რწმუნებულად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ჩათში ადმინისტრაციის მოქმედებების გაკრიტიკება. ასეთი შემთხვევისათვის არსებობს ადმინისტრაციის ელ-ფოსტა, სადაც შესაძლებელია დასაბუთებული პრეტენზიის განთავსება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 6. ვაჭრობის წარმოება კრძალება ნებისმიერი მაქინაციური მოქმედება სხვა მოთამაშის ადენის ან სათამაშო ატრიბუტის მოსაპოვებლად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ვაჭრობა იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა ხელი შეეშალოთ სხვა მოთამაშეებს გადაადგილებაში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ვაჭრობა რეალურ ფულზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 7. დამატებითი წესები ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოცემულ წესებში შეიტანოს დამატებები მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის მოქმედება აფერხებს თამაშის ორგანიზაციას ან სათამაშო პროცესს, მაგრამ მოცემული მოქმედება არ არის აღწერილი წესდებაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები. ყურადღება! ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს აფერისტების გამო დაკარგულ ნივთებზე.
  5. გავეცანით თქვენს ნაწერს! მართალი გითხრათ ცოტა გაგვიკვირდა ამდენი რომ დაგიწერიათ და სრულად განიხილეთ ჩვენი სერვერი. არსებობს თემები რომელბზეც შეგვიზლია ვიკამათოთ. ასევე არის საკითხები რომლებიც C4 სერვერისთვის შეუსაბამოა (მაგ. აუგმენტაცია) რაც შეეხება გამოსასწორებელ პრობლემებს მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და მალე შემოგთავაზებთ.
  6. სავარაუდოთ ლეპტოპს არააქვს ვიდეოკარტა რის გამოც პროცესორზე მიდის დატვირთვა. მაგრამ მაინც არ უნდა ცხელდებოდეს ასე რადგან ძლიერი პროცესორი არ. დღეს იგეგმება პაჩის გამოცვლა დ ასავარაუდოთ უნდა გამოსწორდეს პრობლემა.
  7. თუ ხართ კლანის ან ალიანსის ლიდერი, მოგვწერეთ და ჩვენ შეგიქმნით სასურველ ფორუმის განყოფილებას სადაც შეგეძლებათ პაროლის მეშვეობით შეუშვათ ის მომხარებელი ვისაც ჩათვლით საჭიროდ
×
×
  • Create New...