Jump to content

ჩემი აქტიურობო

This stream auto-updates     

  1. Earlier
  2. მოგესალმებით. მგონი ყველა ხედავს მიმდინარე სიტუას სერვერზე - დარბის ორი პროფესია: პირველი ადგილი - მშვილდოსანი დიდი უპირატესობით, მეორე ადგილი - მაგიკოსი, ვისაც ან ვალაკასი აქვს ან საერთოდ არ აქვს RB ბიჟუტერია, რომ მშვილდოსნით ითამაშოს და მაგიკოსით უწევს თამაში. ასეთი სიტუაცია მოსალოდნელი იყო C4 ის თავისებურებიდან გამომდინარე. ამიტომ მაქვს კიდევ ერთი შემოთავაზება Bow კრიტიკული დარტყმების დასაბალანსებლად: შესაძლებელია დაბალანსდეს RB ბიჟუტერიის - QA & Baium კრიტიკულის ბონუსები, ისე რომ ისინი იყოს გაბათილებადი, თუ სამიზნეს ასევე უკეთია მსგავსი ბიჟუტერია. დაახლოებით ისე, როგორც ახალ ქრონიკებზეა. კონკრეტულად - როცა მშვილდოსანი იკეთებს ამ ბიჟუტერიას და კრიტიკულს იზრდის 15-15% ებით (QA/Baium), მაშინ მისი მოწინააღმდეგე თუ გაიკეთებს ამავე ბეჭდებს, უმატებდეს იმავე რაოდენობის დაცვას - უფრო კონკრეტულად Bow ზე დაცვას, რომ დაგერებს და სხვა დასუსტებულ პროფესიებს არ შეეხოთ. Bow ზე დაცვის ეფექტი C4 ზე გაკეთებადია, რადგან ისედაც არსებობს. მაგალითად ტანკის სკილი - Deflect arrow, რომელიც 40% ით ამცირებს ისრისგან მიღებულ დარტყმას. თუ AQ და Baium-ს დაემატება მსგავსი ეფექტი და რაოდენობა იქნება -13%, მაშინ ეს ზუსტად გააბათილებს მშვილდოსნის გაზრდილ კრიტიკულს.
  3. ამას წინად ვიდეოდან ვნახე სიტუაცია და მართლაც ნელნელა ყველა მშვილდოსანზე გადადის, უკვე რომ მომრავლდა ბაიუმები. და მართლებიც არიან, ვის არ ენდომება რომ სერვერზე ყველაზე დიდი dmg ები ურტყას სერვერზე ყველაზე ადვილად სათამაშო პროფესიით, რომელსაც მხოლოდ ერთი ღილაკი ჭირდება. მაგიტომაც ჩვენი კლანი აზრს ვეღარ ვხედავთ თამაშის და აღარ შემოვსულვართ რამდენიმე კვირაა.
  4. დონატორს იმის საშუალება უნდა ქონდეს რო არ იჩალიჩოს და არა სხვას არ ჰქონდეს და ამას ჰქონდეს,გზგზ ეგრე მიუდექი სერვერს და ყველა კრიტიკაზე ენერგია დრო და ხარჯები მოიყვანე პასუხად,ვერ გაპრავდი,1 არგუმენტიც ვერ დამიდე იტოკში ჩემით გავალ,იქ ვითხოვ იმას სადაც არ იციან
  5. ჯერ აქედან დავიწყოთ რომ დონატის გარეშე სერვერი ვერ იმუშავებს. შენ ეტყობა არ იცი რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რამხელა ენერგია ჭირდება ამ ყველაფერს. და რათქმაუნდა დონატორი მოთამაშე იმიტომ ხდება რომ ვიღაცაზე ძლიერი იყოს და არ შეუძლია თვითონ "იჩალიჩოს" ნითები ან უბრალოდ საკმარისი დრო არააქ. რაც შეეხება გეოდატას. ოფიციალურიდან გადმოიტანე რას ქვია? სერვერი ნაყიდია 2009 წელს რის შემდეგაც აფდეითი არ გამოსულა და საერთოთ C4 სერვერს აღარც აკეთებენ. ფიზიკურად ვერ გაასწორებ ამ გეოდატას. უამრავი ვარიანტი ვცადე, დაჟე ინტერლუდეს სერვერი ვიყიდე, მაგისი გადავაწერე და მაინც დარჩა პრობლემა. ახლა კი გთხოვ რომ ნუ წერ ისეთ რამეს რაზეც არ გაქ ინფორმაცია ან არ იცი როგორ კეთდება. ნუ შეგყავს სხვები შეცდომაში. ასევე დიდი თხოვნა მექნება ნუ გაქვთ იმის განცდა რომ დონატორები თამაშს აფუჭებენ. დონატორები გაძლევენ იმის შანსს რომ სერვერზე დიდი ხანი ითამაშო. არ იქნება დონატორი არ იქნება სერვერი. P.S ამ თემაზე მეტს აღარ ვაპირებ საუბარს
  6. ოფიციალურიდან თუ ენჩატი გადმოგაქ,გეოდატა გადმოიტანე ძმა გეოდატა ხან სად ვართ ხან სად,მერე მეორე იმ ოფიციალურზე არ ეწერა 15 იანები არ ჩადო დონატში თუ 10 არ ედება არკანას,ეგ რატო არ გათვალე? ამ პასუხს რაც დაწერე სუ გაგეტარებინა ის ჯოდბა შენთვისაც ჩემთვისაც სერვერისთვისაც და ვაფშე ლ2 საქართველოსთვის
  7. ანუ რა გინდა თქვა სჯობს 10 მა პროცენტმა ირბინოს 10 და 15 იანრბით ვიდრე მთელმა სერბერმა 10 ებით?? იასნა ჯობია ყველა თანაბარი რო იყოს,შენ ზუსტად იმას ამბობ ახლა რო ვინც დონატობს იმან უნდა იგიჟოსო,ეგრე არაა ძმაო,ეგრე ჩვენ გბიფუჭებ თამაშს,ვაგროვებთ დღეში 20-30 მილიარდს და იარაღს 10ს ვერ ვადებთ ეს მაზოხისტობაა და შენ არ გინდა გაიგო პასუხად კი გაქვს არ გინდა წადი,იტოკში არანაირი აზრი არ აქვს დიალოგს საუბარს კრიტიკას აზრს მაინც არ გათვალოსწინებ მხოლოდ შენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ,ღმერთმა ხელი მოგიმართოს
  8. გავეცანი პოსტს რათქმაუნდა. როგორ წარმოგიდგენია რო ვოლკერიან სერვერზე ადენაზე იცვლებოდეს ნივთი და ამ ნივთიდან ენჩანტს ყიდულობდე. მაგალითად შემიძლია სერვერზე გავუშვა 30 ბოტი რომლებიც დღეში დაახლოებით მინიმუმ 100 მილიარდს მოაგროვებენ და რა გამოვა რომ მთელი სერვერი +10 ებით უნდა ირბინოს? ასევე რაც შეეხება ენჩანტის შანს. შეგახსენებთ რომ ჩვენი სერვერი ეგრედწოდებული "java" სერვერი არაა რის გამოც არ იცვლება ენჩანტის რეიტი. ოფიციალურიდან გადმოტანილი ენჩანტის ფორმულა შემდეგში მგომარეობს. სერვერი რაღაც ლოგიკით იღღებს ითემების რაოდენობას მაგალითად "არკანა აკუმენით" რომლის ID ია 6608. თუ ეს ითემი ყველაზე მეტია სერვერზე (რაც განაპირობებს რომ სერვერის ბოტების 80% -ს არკანა უჭირავს) სერვერი ავტომატურად აძნელებს მისი ენჩანტის შანს. ამის გამო შედარებით მარტივად ენჩანტდება მაგალითა "დრაგონიკ ბოვ". ასევე უფრო მარტივად დაედება ენჩანტი ნებისმიერ ხმალს და დუალებს. არის რაღაცეები რისი შეცვლაც შემიძლია და არის რაღაცეები რასაც ვერ შეცვლი. დღევანდელი რეალობა ესეთია.
  9. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია 90% მაგრამ გასარკვევი მოთამაშეებს რა უნდათ. მე სამწუხაროდ ვაკეთებ ისე რაც მოთამაშეებს უნდათ. ამის გამო პირდაპირ ვერ შევცვლი რადგან შესაძლოა ცუდი გამოხმაურება მოყვეს. ჯობია გამოკითხვა ჩატარდეს და ამის შემდეგ გავაკეთოთ. რაღაც მომენტებში თანახმა ვარ.
  10. ასევე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მოკლედ შეჯამებული იდეა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, სადაც იგულისხმება ისრის მაღალი კრიტიული დარტყმები, მაგიკოსის კრიტიკული, 4 წამში დასრულებული PvP, ელემენტების რესისტ ბაფები, MP Potion და სხვა: კატის და ცხენის ბაფები დაუბრუნდეს 2 წუთიან ხანგრძლივობას (Blesssing/Gift of Queen/Seraphim) თუ მოთამაშეს უკეთია AQ და Baium, კრიტიკული დარტყმის გაძლიერებაზე მოქმედებდეს მხოლოდ Baium-ის ეფექტი. რეიდ-ბოს ეკიპირება არ იყოს დონატით დაპლიუსებადი (მგონი ახლაც ასეა, მარა მაინც ეწეროს). Attribute Resist ბაფები დაუბრუნდნენ თავიანთ საწყის ხანგრძლივობებს: 2წთ Dance of Aqua Guard, 2წთ Dance of Earth Guard, 2წთ Song of Flame Guard, 2წთ Song of Storm Guard, 2წთ Song of Invocation, 20წთ Elemental Protection, 20წთ Divine Protection Dance of Siren - დაბრუნდეს 2 წუთიან ხანგრძლივობაზე. Mana Potion მოქმედება შეიცვალოს - ერთი გამოყენებით ავსებდეს მანას მთლიანად და გადატენვა ქონდეს რამდენიმე წუთი (5-10 ვთქვათ), ასევე არ შეიძლებოდეს გამოყენება Combat-ის რეჟიმში, Combat ზონებში (Siege), Flag-ზე და PK-ზე. GM Shop -ში ჩაიდოს შემდეგი ნივთები: Quick Healing Potions - PvP ს ხანგრძლივობის გასაზრდელად (იყოს ძვირი) CP და Greater CP Potions (იმავე საჭიროებიდან გამომდინარე) Giant Codex-ები (ეს აუცილებელია, რადგან სკილები ყოველთვის იყოს 78 Level ის შესაბამისი) შესაბამისი ნივთემი, რომლებიც შეავსებენ მოსასხამის/ტატუს ადგილებს და მისცემენ P.Def-ს თუ რაიმე საკამათოა, ნებისმიერი მათგანისთვის შემიძლია მოვიყვანო ახსნა და არგუმენტირება.
  11. გამარჯობათ ამ ბოლო დროს სერვერი მოექცა დიდი კრიტიკის ქვეშ,ასევე მოხდა ონლაინის კლება,ამის მთავარი მიზეზი პირველ რიგში გახლავთ სერვერის ენჩატის საშუალება და დონაცია ასეთი სიტუაციაა სერვერზე,თუ შენ არ იყიდი +15 არკანას ან არ გაცვლი რაიმე ეპიკში ვერასოდეს აწევ ამდენზე,არარსებობს რამდენს დახარჯავ რამდენს დაადებ და ა.შ თუ აწევ ღმერთი იწამე!! და ამის გამო მოდა ბევრი მოთამაშის გულის გატეხვა ერთერთი გახლავართ მე და ამიტომ ვწერ რომ დღესაც ვთამაშობ COIN OF LUCK ჯი ემ შოპში გამოჩნდა ადენის შესანახი საშუალება კოინები,სხვა დანიშნულება მათ არ აქვთ მე კი ასეთი იდეა მაქვს,ამის ფასის განსაზღვრას ახლა არ დავიწყებ რადგან არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და სამაგალითოდ ავიღებ 1 მილიარდ ადენას მაგალითად მე თუ 1 მილიარდ ადენას გადავცვლი კოინებში,ჩემი ეს კოინები საიტზე აისახება ჩემსავე ანგარიშზე რითაც 60 მილიარდზე ასვლისას შევძლებ 60 კრედიტი დავისვა ბალანსზე და დავითრიო არკანა, ამ მოსაზრებაზე ის კრიტიკა არ მიიღება რომ ეს თამაშს გააფუჭებს,არა პირიქით აზრს მისცემს ყველა მოთამაშეს იყოლიოს ბოტები,რის საშუალებასაც სერვერი იძლევა ვოლკერი, არც ის არგუმენტი მიიღება რო ვინღა დაადონატებს,ფასი მე სამაგალითოდ მოვიყვანე,ფან სერვერზე არკანის შოვნა არ უნდა იყოს 1 კვირაზე მეტი საწვალებელი როცა ადამიანს ონლაინი აქვს 14-16 საათი 24 საათში,შენ თუ ამას არ იზიარებ უბრალოდ გკიდია სხვისი მოსაზრება და შენ გემოზე უკრავ დოლს,უნდა იყოს იმის შესაძლებლობა რომ სოლო მოთამაშე გაერთოს, იმედია გაეცნობით პოსტს და გამცემთ პასუხს წარმატებები
  12. 1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება სერვერზე მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წესების არ ცოდნა არ ანთავისუფლებს დამრღვევს პასუხისმგებლობისგან. რეგისტრაციისას თანხმობის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად ეთანხმებით სერვერის წესებს ყველა მოთამაშემ დამოუკიდებლად უნდა ადევნოს თვალი წესებში ცვლილებებს. სერვერის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მოცემულ სერვერზე თამაშის დროს დაზარალების შემთხვევაში. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ თამაშის დროებით ან მუდმივი შეუძლებლობის შემთხვევაში. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს სერვერზე დაშვება კონკრეტულ პირს (მომხმარებელს) თამაშის შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში. დმინისტრაცია არ არის ვალდებული დააბრუნოს მოთამაშეთა მიერ თამაშში ნებისმიერი შესაძლო მიზეზით (არა ადმინისტრაციული) დაკარგული: ნივთები და პერსონაჟთა პარამეტრები. სერვერის მუშაობაში შექმნილი ხარვეზების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია უმოკლეს დროში გაასწოროს აღნიშნული ხარვეზები. მოთამაშეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ადმინისტრაციის მოთხოვნები მოცემული შეთანხმების ფარგლებში. პასუხისმგებლობა ეკისრება "ექაუნთი"-ს მფლობელს მიუხედავათ იმისა თუ ვინ მოქმედებდა მოცემული "ექაუნთი"-თ. ყველა მოთამაშე ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს 3.1 პუნქტით აკრძალული პროგრამული უზრუნველყოფის არ არსებობა კომპიუტერზე რომლიდანაც ხდება სათამაშო სერვერზე შესვლა. მოთამაშის მიმართ ამ შეთანხმების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში (სხვა მოთამაშის ან G.Mის მიერ) მომხმარებელს აქ უფლება ადმინისტრაციას ელექრონული ფოსტით მიაწოდოს საჩივარი დამადასტურებელ ფაქტებით (სკრინშოთი). აღრიცხვის ჩანაწერები და მთელი მისი შემადგენლობა წარმოადგენს ადმინისტრაციის საკუთრებას. 2. სერვერის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა იკრძალება სერვერის ადმინისტრაციისთვის მიმართვა გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. ნებისმიერი სახის მიმართვა სერვერის ადმინისტრაციასთან უნდა მოიცავდეს მოთამაშის მხოლოდ კონკრეტული პრობლემის მიზეზს ან საკითხს, რომელიც ეხება სერვერის მუშაობას. (სერვერის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ უპასუხოს შეტყობინებას) სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სერვერის ადმინისტრაციის მიმართ უპატივისცემლო დამოკიდებულება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება მუქარა, თხოვნები და ა.შ. სერვერის ადმინისტრაციის მიმართ, როგორც ფორუმზე, ასევე თამაშში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ებზე თავდასხმა, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ის საქმიანობაში ჩარევა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-თან კამათი. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება Party, Friend, Clan, Ally ან Trade ბრძანების მიცემა GM-სთვის, მისი წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სერვერის ადმინისტრაციის მოტყუება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-თან ნალაპარაკების პუბლიკაცია წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ის შეწუხება ერთიდაიგივე შეტყობინებით სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება GM-ს მიერ მიღებული სასჯელის განხილვა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით GM-ებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სათამაშო პროცესში, თამაშის წესების დარღვევის, დაგეგმილი ევენთების ან მიმდინარე სამუშაოების გარდა. უშუალოდ თქვენთან GM-ს გამოჩენისას უნდა შეაჩეროთ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას, მოთამაშეს გააჩნია უფლება შეიტანოს განაცხადი ადმინისტრაციის მიერ მოცემულ ელ-ფოსტაზე (სკრინშოტების ან ვიდეო როლიკების დართვით) იკრძალება ჭორების გავრცელება სერვერის და ადმინისტრაციის შესახებ. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 3. პროგრამების გამოყენება, სათამაშო პროცესი. იკრძალება პროგრამების გამოყენება, რომლებიც ახდენენ მოთამაშის თამაშში ყოფნის ემულირებას და რომლებიც ხელს უშლიან სერვერის ნორმალურ ფუნქციონირებას. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება უსანქციო შეღწევა უცხო პიროვნების ექაუნთზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება მუქარა მოთამაშის მიმართ, თუ მუქარა არ ითვლება Ruleplay-ის ნაწილად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება თამაშსა და ფორუმზე პოლიტიკური ხასიათის მატარებელი განცხადებების საერთო ჩათში განთავსება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ყიდვა-გაყიდვა რეალურ ფულზე ან მის მაგვარზე «ელექტრონული გადახდის საშუალებები» (WebMoney, Yandex და ა.შ.): ნებისმიერი სათამაშო ატრიბუტის (ადენა, იარაღი, აბჯარი, რესურსი და ა.შ.) და ექაუნთის. ასევე იკრძალება ამ სახის თემების განხილვა თამაშსა და ფორუმზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სათამაშო ნივთების გაცვლა სხვა სერვერთან. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სხვა ონლაინ-თამაშების რეკლამირება თამაშში და ფორუმზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება სექსუალური მომსახურების ან ეროტიული (პორნოგრაფიული) თვისებების მქონე პროდუქტის აშკარა ან ფარული რეკლამირება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება რასიზმის და ნაციონალიზმის გამოვლინება ნებისმიერი სახით. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება კლანთაშორის ომის აღმნიშვნელი ემბლემის გამოყენება, კლანის ან ალიანსის ემბლემად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ისეთი სიტუაციების შექმნა, რომლის გამოც მოთამაშეები ვერ შეძლებენ NPC-ის მონიშვნას /Target [name]-ის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ისეთი სიტუაციების შექმნა, რომლის გამოც მოთამაშეები ვერ შეძლებენ თაღებში, ვიწრო გასასვლელებში და ა.შ. გასვლას. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 4. სერვერის შეცდომების (ბაგების) გამოყენება იკრძალება სერვერის შეცდომების (ბაგების) გამოყენება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება მობების ხოცვა იმ შემთხვევაში როდესაც მობი ვერ ურტყავს მოთამაშეს სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით თამაშში შეცდომის (ბაგის) პოვნის შემთხვევაში მიმართეთ ადმინისტრაციას პირადი კაბინეტის მეშვეობით. დახმარება შეცდომის აგმოჩენაში არ დარჩება გაუთვალისწინებელი. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 5. საუბრები, პერსონაჟის სახელები იკრძალება ფლუდი საერთო ჩათში. ფრაზები ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის შესახებ უნდა დაიწეროს “ Trade”-ში ან “Hero” ჩათში, ფრაზები უნდა დაიწეროს მინიმუმ 60 წამის ინტერვალით. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება სხვა მოთამაშეების მიმართ ჩათსა და ფორუმში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება პერსონაჟების სახელებში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით აკრძალულია კლანის სახელებში, კლანის აბრევიატურებში სხვა მოთამაშის, კლანის, ალიანსის შეურაწმყოფელი ფრაზების და უცენზურო ლექსიკის გამოყენება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით პერსონაჟის შექმნისას აკრძალულია სახელის დარქმევა რომელიც შეიცავს სიტყვებს: GM, Administrator, Admin. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით აკრძალულია აგრესიული მათხოვრობა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით აკძალულია თავის გასაღება ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან ადმინისტრაციის რწმუნებულად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ჩათში ადმინისტრაციის მოქმედებების გაკრიტიკება. ასეთი შემთხვევისათვის არსებობს ადმინისტრაციის ელ-ფოსტა, სადაც შესაძლებელია დასაბუთებული პრეტენზიის განთავსება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 6. ვაჭრობის წარმოება კრძალება ნებისმიერი მაქინაციური მოქმედება სხვა მოთამაშის ადენის ან სათამაშო ატრიბუტის მოსაპოვებლად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ვაჭრობა იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა ხელი შეეშალოთ სხვა მოთამაშეებს გადაადგილებაში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იკრძალება ვაჭრობა რეალურ ფულზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით 7. დამატებითი წესები ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოცემულ წესებში შეიტანოს დამატებები მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის მოქმედება აფერხებს თამაშის ორგანიზაციას ან სათამაშო პროცესს, მაგრამ მოცემული მოქმედება არ არის აღწერილი წესდებაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები. ყურადღება! ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს აფერისტების გამო დაკარგულ ნივთებზე.
  13. გავეცანით თქვენს ნაწერს! მართალი გითხრათ ცოტა გაგვიკვირდა ამდენი რომ დაგიწერიათ და სრულად განიხილეთ ჩვენი სერვერი. არსებობს თემები რომელბზეც შეგვიზლია ვიკამათოთ. ასევე არის საკითხები რომლებიც C4 სერვერისთვის შეუსაბამოა (მაგ. აუგმენტაცია) რაც შეეხება გამოსასწორებელ პრობლემებს მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და მალე შემოგთავაზებთ.
  14. სავარაუდოთ ლეპტოპს არააქვს ვიდეოკარტა რის გამოც პროცესორზე მიდის დატვირთვა. მაგრამ მაინც არ უნდა ცხელდებოდეს ასე რადგან ძლიერი პროცესორი არ. დღეს იგეგმება პაჩის გამოცვლა დ ასავარაუდოთ უნდა გამოსწორდეს პრობლემა.
  15. C4 ის ქრონიკის ხასიათიდან გამომგდინარე, მინდა ჩამოვთვალო ყველაზე გავრცელებული საკითხები, რაც დგება ხოლმე PvP სერვერზე. პირველი და ყველაზე ცხელი, ესაა მშვილდოსნის კრიტიკულები. ლაპარაკია endgame სიტუაციაზე, როცა რასაც მოისურვებ, ნებისმიერი რაიმე ხელმისაწვდომია: იქნება ეს ბაფი, აწეულ დროიანი Dance/Song/სერვიტორის ბაფი, სეტები, ეპიკები (Baium, Queen Ant) თუ სხვა, ასეთ გარემოებაში ადვილად გროვდება ფიზიკური კრიტიკულის გამაძლიერებელი ეფექტები და მშვილდით სასტიკად დიდ კრიტიკულ დარტყმის საშუალებას იძლევა. ლაპარაკია 3000-8000 დიაპაზონზე ერთ დარტყმაში. ჰეალერები და მაგები ხშირად კვდებიან 1-2 კრიტიკულითაც. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ მსგავსი პირობების C4 სერვერები გატენილია ხოლმე მშვილდოსნებით (ზოგჯერ Interlude-ებიც, მაგრამ იქ ამის ცოტა სხვა მექანიზმია), ხოლო ის მაგები კი, რომლებიც იდეაში მთავარ ნუკერებად არიან წარმოდგენილნი (Sorcerer, Spellsinger, Spellhowler) მშვილდოსნის წინააღმდეგ უვარგისი ხდებიან. სერვერზე კი ვარგისად მხოლოდ ნეკროებიღა რჩებიან. ამას ემატება ისიც, რომ, რადგან მაგიკოსისთვის არ არსებობს წესიერი S-Grade სეტი (ანუ რომელიც Casting Speed-ს იძლევა) ბევრი იძულებულია იაროს A-Grade სეტით. სერვერზე რომ მხოლოდ მშვილდოსნის და ნეკროები არ დარბოდნენ, ამის გამოსწორების გზების მოსაძებნად შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე იდეა: კატის/ცხენის ბაფები გახდეს 2 წუთიანი დონატით შესაძლებელი იყოს ფარის დაპლიუსებაც. ეს გაპარულ ხარვეზს უფრო გავს, სავარაუდოდ იდეაშიც ასე იყო ჩაფიქრებული, არა?. თუ მოთამაშეს უკეთია ორივე ბეჭედი: Ant Queen-იც და Baium-იც, მაშინ კრიტიკულის გაზრდაზე მოქმედებდეს მხოლოდ ერთი. P.Def- ის მოსამატებლად Gm Shop ში გაიყიდოს Shirt/ტატუ (ასევე დონატით მისი დაპლიუსებაც შეიძლებოდეს). ლაპარაკია ცარიელი ადგილის შესავსებად, სუფთად P.Def ის თემაში და არა რაღაც გიჟური სტატების მოსამატებლად. ან რაიმე სხვა ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ისრის კრიტიკულის ძალას არ აძლევს აბსურდულ სიდიდეებამდე გაზრდის საშუალებას. მეორე, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ესაა ატრიბუტის სისტემის არარსებობა. რა თქმა უნდა, ატრიბუტის სისტემის დამატების მოთხოვნას აქ სისულელე იქნება, მაგრამ თემა უფრო სხვაა. იდეაში, C4-ზე განა არ არის ატრიბუტების სისტემა, არამედ C4 ზე არის ანტი-ატრიბუტების სისტემა. მოდით შევხედოთ ასეთი კუთხით: ქრონიკებზე სადაც ეს სისტემა არსებობს, ყოველი ელემენტისთვის (Dark, Divine, Fire, Water, Earth, Wind) განიხილება შეტევის ატრიბუტის ძალა და დაცვის ატრიბუტის ძალა. ყოველი დარტყმისას კი, თუ შემტევის შეტევის ატრიბუტი უფრო მეტია, ვიდრე სამიზნის დაცვის ატრიბუტი, მაშინ მათი სხვაობის მიხედვით იანგარიშება თუ რამდენით უნდა გაიზარდოს დარტყმის ძალა საბაზისო მნიშვნელობასთან შედარებით. ხოლო იმ შემთხვავში თუ დაცვის ატრიბუტი უფრო მეტია, დარტყმის ძალა არ იზრდება და რჩება ზუსტად ისეთი როგორიც არის ატრიბუტის გარეშე, ანუ საბაზისო მნიშვნელობად. ელემენტის მფლობელი კლასების (მაგალითად Sorcerer-Fire, Spellsinger-Water, ...) მთელი მუღამიც იმაშია, რომ ისინი უნდა "ფლობდნენ" თავიანთ ელემენტს და მათი გამოყენებით აძლიერებდნენ თვიანთ დარტყმებს. სინამდვილეში კი C4-ის endgame-ზე ატრიბუტით დატვირთული დარტყმა ზარალი უფროა, ვიდრე სხვა უატრიბუტო დარტყმა და ელემენტის არანაირ ფლობასთან არ აქვს საქმე. რადგან აქ ყოველი ელემენტის ჭრილში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მასზე წინააღმდეგობის მახასიათებელი ე.წ. Resist და არა შეტევის სიძლიერის მახასიათებელი. შესაბამისად დარტყმის ატრიბუტი უატრიბუტო დარტყმასთან შედარებით მომგებიანი რომ იყოს, ამისთვის სამიზნის Resist უნდა იქნას შემცირებული საშუალებებით (Surrender, Vortex, ...) რომლებიც რამდენიმე წამიანი დებაფს წარმოადგენენ და არც მათი გატარებაა გარანტირებული. მეორე მხარეს კი ამ წინააღმდეგობის (Resist) გამაძლიერებელი საშუალებებია ბაფები და Dance/Song, რომლებიც პასიურად მოქმედებს მოთამაშეზე და სასტიკად ამცირებს ატრიბუტიანი დარტყმების სიძლიერეს (მაგრამ ვერაფერს უშვრება უატრიბუტო დარტყმებს: steal essence, aura flare, aura symphony, elemental symphony...). ელემენტის მფლობელი მაგის წინააღმდეგ მოწყობილი PvP ს მოგება ძალიან ადვილია, თუ მისი ელემენტის დამცავ 1 ბაფს და 1 Dance/Song-ს დაიდებთ, მათი დარტყმა 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ შემცირდება. ერთადერთი, რომელ ელემენტზე დაცვაც არ არსებობს, ესაა Divine/Holy. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად მხოლოდ ერთ არაგიჟურ იდეას ვხდედავ, რომ Resist-ის Dance/Song ები დაუბრუნდეს თავის 2 წუთიან ხანგრძლივობას. ასევე მახსოვს პრედატორზე (Hellbound) ის პერიოდი, სანამ ატრიბუტიკის სისტემა ჩაირთვებოდა, მაშინ Resist ბაფები საერთოდ არ მუშაობდა. Mana Potion-ებით "უსასრულო MP-ს" მიცემა იწვევს დისბალანსს PvP ში და ციხესიმაგრეებზე. ხშირად PvP სერვერებზე, სადაც მიცემულია Mana Potion-ები, მისი შევსების პროცესი რაღაცნაირად კონტროლდება. თუნდაც გამოყენებებს შორის ინტერვალის შეზღუდვით, რადგან მოთამაშეებისთვი ამგვარად ფაქტიურად უსასრულო მანის მიცემით შეიძლება დაირღვეს ბალანსი. შემცირდება ელდერების საჭიროება, მკვეთრად გაიზრდება ბიშოპის ეფექტურობა (იმედია ის Resist ებიც ადევს ჩვენ რომ ვიცით 🙂 ) ასევე ძალიან გაძლიერდება ორკი დომინატორი (ისე მიკვირს აქამდე რომ ვერავინ ვნახე ვინც აიღო ეს კლასი). არ შეიძლება არ ვახსენო Endgame-ზე მაგიური კრიტიკულები. C4-ზე მაგიური კრიტიკულების ამბავი არც ისე დალაგებულია. თითოეული ბაფი მაგიურ კრიტიკულს უბრალოდ კი არ ზრდის, არამედ ზოგი აორმაგებს და ზოგიც საერთოდ აოთხმაგებს. ამას თუ დაემატა ვალაკასი (რომელიც კიდევ ერთხელ აორმაგებს), ყოველი მეორე დარტყმა იქნება კრიტიკული. შეიძლება ისე დრამატულად არ ჟღერდეს, სანამ არ წარმოიდგენთ endgame ნეკროს, რომელსაც ცხენის ბაფი ადევს, ვორტექსს და ვამპირიკებს სპამავს და ამ კრიტიკულებით თავის HP-ს ივსებს. და ბოლოს, ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ძალიან აქტუალური პრობლემა. სკილების მიყოლებისას სოსკების წაღება აგვიანებს (ალბათ ლაგის ბრალია?) რის გამოც მეორე სკილი იქასთება ნელა (უსოსკოს სისწრაფით). ზოგისთვის შეიძლება ეს შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ რეალურად სხვაობა დიდია. ანუ სოსკა მიაქვს სკილის დაქასთვის დაწმების მერე და დარტყმის ძალის გაზრდას კი მაინც ახერხებს, მაგრამ სკილის ქასთვა რადგან სოსკის გარეშეა დაწყებული, ბოლომდე ასე ნელა გრძელდება.
  16. cpu ცხელდება არადა თერმოპასტაც ახალი წასმულია და გაწმენდილიცაა
  17. გამარჯობა. მინდა თამაში მაგრამ ლეპტოპი ცხელდება და მეთიშება თუ გამოსავალს მომაძებნინებთ ვითამაშებდი ;) ლეპტოპის მონაცემებია HP intel core i7 740QM 1.73GHZ memory 8gb
  18. თუ ხართ კლანის ან ალიანსის ლიდერი, მოგვწერეთ და ჩვენ შეგიქმნით სასურველ ფორუმის განყოფილებას სადაც შეგეძლებათ პაროლის მეშვეობით შეუშვათ ის მომხარებელი ვისაც ჩათვლით საჭიროდ
  1. Load more activity
×
×
  • Create New...